2024 წლის 27 და 28 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლისა და სტუდენტური თვითმმართველობის პროექტი ,,საგამოძიებო სკოლა“ ჩატარდა.
საგამოძიებო სკოლა ამოქმედდა სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო პროცესი გაიმართა.
ღონისძიების პირველ დღეს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ ჩართულიყვნენ იურისტის პრაქტიკულ სამუშაოებში და პირადად მიეღოთ მონაწილეობა მტკიცებულებათა შეგროვების, ფიქსაციის, მოკვლევის, ანაბეჭდების აღებისა და მათი გამოკვლევის პროცესებში. ამასთან ერთად, მოისმინეს და თავად სცადეს სასამართლო პროცესზე შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადება, ეზიარნენ დაკითხვის წარმოების სპეციფიკას, ხოლო მეორე დღეს ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
სწავლების ფარგლებში სიმულაცია ჩატარდა რეალური სისხლის სამართლის ჭრილში.
GIU-ს საგამოძიებო სკოლა მიზნად ისახავს მისცეს აბიტურიენტებს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომ, აუცილებლად, გამოადგებათ არჩეულ პროფესიაში.
დასასრულს პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
დიდი მადლობა სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორს, სამართლის საბაკალავრო და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს გიორგი სვიანაძეს ჩართულობისთვის.