2023 წლის 27 ნოემბერს, GIU -ს სამეცნიერო კლუბის წევრები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ბიბლიოთეკის სივრცეში სტუდენტებმა დაათვალიერეს სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, სილაბუსით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები, ბეჭდური და ელექტრონული წიგნების კატალოგები, სამკითხველო და სამუშაო სივრცეები ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრებისთვის.
სტუდენტები დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკის მკითხველებადაც, რაც წიგნის გატანის გარდა, საშუალებას მისცემს, დისტანციურად ისარგებლონ სამეცნიერო ელექტრონული მონაცემების ბაზებით.
სტუდენტებმა უიშვიათესი, რარიტეტული გამოცემებიც იხილეს.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუდენტებს მეგზურობას უწევდა GIU-ს კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზოია ადამია.