2023 წლის 22 დეკემბერს, GIU-ს სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას სრული აკრედიტაცია მიენიჭა!
აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს 2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს. პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან.
პროგრამა სრულად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს და აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული იქნება მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ ბევრ საინტერესო, მოთხოვნად და მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს გპირდებათ!