ახალი ამბები

GIU-ს სტუდენტების გასვლითი ლექცია Coca-Cola-ს საწარმოში

6 დეკემბერი 2024

3 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელების - ზურაბ მუშკუდიანის და ნათია ჟოჟუაშვილის ინიციატივით, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”-ში გასვლითი ლექცია ჩატარდა.

აქტივობაში მონაწილეობას იღებდნენ GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (II, III და IV კურსი) და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

გასვლითი ლექცია ჩატარდა ,,სტრატეგიული მენეჯმენტის”, ,,ადამიანური რესურსების მართვის” და ,,სტრატეგიული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის” სასწავლო კურსების ფარგლებში. სტუდენტებმა დაათვალიერეს კომპანია და მიმდინარე საწარმოო პროცესი.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოისმინეს კომპანიის მენეჯმენტის, მარკეტინგული პოლიტიკისა და სტრატეგიული კორპორაციულ პასუხისმგებლობის შესახებ.

სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები, თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება.

დიდი მადლობა კომპანიის თითოეულ თანამშრომელს გულთბილი დახვედრის, საინტერესო ექსკურსიისა და სემინარისთვის.

მსგავსი ხასიათის ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტების დამსაქმებლებთან და დარგის სპეციალიატებთან ურთიერთობის დამყარებასა და განმტკიცებას.