2023 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური მოგზაურთა კლუბის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა საფეხმავლო ტური ძველ თბილისში.
სტუდენტებთან ერთად ტურში მონაწილეობას იღებდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო თევდორაძე.
თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზი GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას განსაკუთრებულ ინტერესსა და მრავალფეროვნებას სძენს.