2024 წლის 3დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ასოციაცია „კათარზისს” ეწვივნენ.
სტუდენტებმა, მოხალისეობრივი პრინციპის ფარგლებში, სადილზე მისულ ბენეფიციართა მიმართ ყურადღება, ზრუნვა და პატივისცემა გამოიჩინეს და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მიზნით, ადგილობრივ პერსონალს უფასო სადილის სერვირებაში დაეხმარნენ.
GIU მსგავსი ხასიათის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გეგმავს.
უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის GIU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას და აქციაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს აქტიურობისა და ჩართულობისთვის.