2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრებმა გაიცნეს ერთმანეთი, გაცვალეს ინფორმაცია და საკუთარი აზრები და ხედვა გაუზიარეს ერთმანეთს.
თვითმმართველოს დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ახლო მომავალში აპირებენ.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სამომავლოდ ბევრ საინტერესო აქტივობას გვპირდება.
წარმატებები მათ.