2023 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასისტენტ-პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელთა ქსელის“ მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში: ,,PEACE 4 ALL”.
უნივერსიტეტის წარმომადგენელმა შეხვედრის მსვლელობისას ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ “ERASMUS +”-ის ფარგლებში მოგებულ პროექტებსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ჯიუ-ს ქართულ-უკრაინული ენებისა და კულტურის ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელდა.
ბატონმა გრიგოლმა ყურადღება გაამახვილა აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე კროსკულტურული კომუნიკაციების განვითარების საკითხში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი - გიორგი ჭიტაძე.