2024 წლის 10 და 11 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გრიგოლ კალანდაძე და ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზოია ადამია ონლაინ დაესწრნენ “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „STEM4Humanities“-ის შეხვედრას, რომელიც საბერძნეთის ქალაქ ათენში გაიმართა მეტროპოლიტენის კოლეჯის მასპინძლობით.
ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის მონაწილეები შემდეგი ინსტიტუციებიდან: მაცერატას უნივერსიტეტი (იტალია; პროექტის კოორდინატორი), მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი), ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსიტეტი (უკრაინა), “Innovation Hive” (საბერძნეთი), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიკოლო რომერიოს სახელობის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი).
შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მე-2 სამუშაო პაკეტის აქტივობებში არსებული პროგრესი და მიმდინარე აქტივობები და ასევე დაგეგმეს მე-3 სამუშაო პაკეტის აქტივობების სამუშაო პროცესი.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647