2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ვიცე-რექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლალი ჩაგელიშვილი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით მიმდინარე ფინანსური განათლების ოლიმპიადის
მონაწილეებს შეხვდა.
მისი სალექციო თემის სახელწოდება იყო ,,სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში“.
ფინანსური განათლების პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროექტს USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით, ახორციელებს ორგანიზცია PH International.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU მხარს უჭერს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და აქტიურად ახორციელებს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების სხვადასხვა პროექტს.