2025 წლის 1 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჯიუ-ს რექტორმა, ქალბატონმა ელი ელისაშვილმა და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელმა, ბატონმა ბექარ მიქაბერიძემ.
სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი საქართველოსა და ჩინეთში მოღვაწე წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რამდენიმე ქართულ და ჩინურ კომპანიას.
მისი ოფისები ფუნქციონირებს საქართველოსა და ჩინეთში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: იმპორტი, ექსპორტი, განათლება, ტურიზმი, მედია, უახლესი ტექნოლოგიების წარმოება და მხარდაჭერა, ,,ბიზნეს სახლ”-ის მაღაზიები.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ჯიუ-სა და ბიზნეს სახლს შორის თანამშორმლობას ერთობლივი პროექტების განხორციელების, მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროდუქტების შემუშავების, ჯიუს სტუდენტების ჩინეთში სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებლის, ბატონი ბექარ მიქაბერიძის ინიციატივით, ჩინეთში სტაჟირებისათვის შერჩეული საუკეთესო კანდიდატებისათვის შესაძლებელი იქნება ავიაბილეთით და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.