2025 წლის 19 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან Zhongge Cultural Development (Yiwu)-ის დელეგაცია ეწვია.
სტუმრებს შორის იყვნენ გენერალური დირექტორი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები.
აღნიშნულ შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.