ახალი ამბები

GIU საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალზე

15 ივლისი 2023

2023 წლის 14 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თბილისის მასშტაბით მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების გამომცემლობებისა და მათი აკადემიური პერსონალის ავტორობით ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო წიგნები.

ღონისძიებაში თხუთმეტი უნივერსიტეტი, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი(ყოფილი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნულ ფესტივალს ესწრებოდა GIU-ს რექტორი, პროფესორი - გიორგი მათიაშვილი.

საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის – მარიო მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკის“ – გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე წიგნების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.


იხილეთ ფოტოგალერეა...