2024 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ბექა ბურჭუაძე – სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერმა სტუდენტებს გააცნო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა.