გუშინ, 2024 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ,,SDG Club"-სა და კომპანია Tene - ტენე-ს თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო სოციალური კამპანია სახელწოდებით ,,მოიტანე შენი პლასტმასი”.
კლუბის წევრებს გათვითცნობიერებული აქვთ მწვანე საფარისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და რომლის დაცვაც თითოეული ჩვენთაგანის მოქალაქეობრივი ვალია.
კლუბი სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. თუმცა, მასში გაწევრიანება სხვა პროგრამების სტუდენტებსაც შეუძლიათ. კლუბის პრეზიდენტია სამართლის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი დათაშვილი.
ძვირფასო სტუდენტებო და მოხალისეებო, დღეიდან უნივერსიტეტის ფოიეში დაგხვდებათ ყუთი და შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ შესანიშნავ კამპანიაში.
შემოგვიერთდით. ერთად შევქმნათ ჩვენი მწვანე მომავალი!