დღეს, 2021 წლის 4 მაისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტურიზმით დაინტერესებული უფროსკლასელებისთვის ძალიან საინტერესო და საჭირო online მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასის თემა იყო: „როგორ ვაქციო მოგზაურობა ბიზნესად“.
online მასტერკლასს უძღვებოდა გოგა ფიროსმანაშვილი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ტრენინგ ცენტრი - ,,ტურიზმის ორგანიზაციის“ და ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველის” დამფუძნებელი.