გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულთასაერთო რაოდენობიდან 61 პროცენტი დასაქმდა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში.
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
მიილია კიდევ ერთი აკადემიური წელი და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვს ახალი სახელები შეემატა.
უმაღლეს სასწავლებელში დამკვიდრებული თანამედროვე სწავლების ფორმები, მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი, თეორიისა და პრაქტიკის შეჯერებული სწავლების ფორმები სტუდენტებისათვის ის აუცილებელი პირობაა, რომელიც სამომავლოდ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის ყველა პირობას ქმნის თანამედროვე შრომისბაზარზემყარისაფუძვლის შესაქმნელად.
უნივერსიტეტის პროფესიული პრაქტიკისა და კურსდამთავრებულთა კარიერის მართვის განყოფილების მონაცემებით, გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულთასაერთო რაოდენობიდან 61 პროცენტი დასაქმდა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში.
სულ ახლახან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულები ელისაბედ არჩვაძე, მაია ორთოიძე და თამარ ჯავახიშვილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში, გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, გეოინფორმაციული სისტემების (გის) ოპერატორად დასაქმდნენ.
მსგავსი ფაქტი სერიოზული განაცხადია მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა თაობის პროფესიული დაკარიერული წარმატებისა.