2022 წლის 3 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2020, 2021 და 2022 წლების კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ეს დღე, რამდენიმეწლიანი საგანმანათლებლო მოგზაურობის, პროფესიული, პიროვნული განვითარების კულმინაცია და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშანია.
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ!