გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის თამაშები ფუტსალში.
ახალი ამბები
გთსუ ფეხბურთელთა გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს
14 მაისი 2014
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდმა წარმატებით გაიარა პირველი ლიგის თამაშები ფუტსალში და ახალი სასწავლო წლიდან უმაღლეს ლიგაში თამაშის საგზურიც მოიპოვა.
პირველი ლიგის თამაშები ორ ეტაპად ჩატარდა.
მეორე, დასკვნით ეტაპზე ქვეჯგუფში გთსუ მეტოქეები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (2:3), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (6:4), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (6:2).
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის ღირსებას იცავდნენ: გიორგი წურწუმია (გუნდის კაპიტანი), აკაკი ძიმისტარიშვილი, გეგა მაღრაძე, რეზი დოლიძე, გიორგი ბუსქანძე, თენგიზ ანთიძე, გიორგი ჩიკვაიძე, ნიკა ცერცვაძე, ლევან ლეჟავა, თემურ მიქაშავიძე, ლაშა გოგობერიშვილი და ივანე ლეკიშვილი.