2015 წლის 2 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მესამე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდა.
კონფერენცია რამდენიმე სექციად მუშაობდა: ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ირანისტიკა, სამართალი, მედიცინა და ბიზნესი.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო თემები წარმოადგინეს, დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს და სამომავლო საქმიანობისათვის სერიოზული განაცხადიც გააკეთეს.
სალომე პეტრიაშვილი - „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება დაბეგვრის შესახებ“;
ნინო ესიავა - „ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“ საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“;
ნათია მჟავია - „მწვანე ეკონომიკა და საქართველო“;
გვანცა კელაპტრიშვილი - „ასოცირების ხელშეკრულება სავაჭრო მიმოსვლისა და უცხოური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის ხელმწყობი პირობაა“;
ანა მიქაბერიძე - „კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და საქართელოს დაცული ტერიტორიები“.