კონკურსში მონაწილე სტუდენტებს საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის წარმოდგენა ევალებოდათ.
ახალი ამბები
სტუდენტებმა აქტივში კიდევ ერთი წარმატება ჩაიწერეს
2012 წლის 27 დეკემბერს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით „საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების“ თემებზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა.
კონკურსში სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას და მათ, საკონკურსო პირობების თანახმად, საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი (Policy Paper) უნდა წარმოედგინათ.
საკონკურსო კომისიის წევრებმა ნაშრომები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს: საკითხის აქტუალობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების დამტკიცების უნარი; სტრუქტურის სწორად განსაზღვრა; გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება; აკადემიურად წერის კულტურა; ნაშრომის გაფორმება.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა მარიამ კიკაბიძემ, მარიამ კუტალიამ და თათია ყურაშვილმა კონკურსი წარმატებით გაიარეს და საკონკურსო კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილებიც შესაბამისად გაინაწილეს.
კონკურსში გამარჯვებულთ ფულადი პრემია და სერტიფიკატები ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა გადასცა.