2019 წლის 23-25 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციამ ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
კონფერენცია ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50-ე წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში გთუნის პროფესორებმა და სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კერძოდ:
- პროფესორებმა - მარინე ვეკუამ, ლაურა კუტუბიძემ და ელზა ლომიძემ(მარშალ მაკლუეინის ფენომენი), (ამერიკის ახალი ამბები ნიკო ნიკოლაძის „ობზორში“), (პულიცერის პრემია 21-ე საუკუნის გმირული ოდისეისთვის);
- სტუდენტებმა - ზურაბ ხვიჩიამ (აშშ-ს მხარდაჭერა ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად), მაია ოქრუაშვილმა (GDRP-I და GDRP-T: ამერიკისა და საქართველოს სამხედრო პარტნიორობის ახალი ეტაპი) და თამარ ტოჩილაშვილმა (მარი კოლვინი - ამერიკული სამხედრო ჟურნალისტიკის უმაღლესი პროფესიონალი).