2023 წლის 2-4 ივნისს, ჩინეთში, ქალაქ კუანგჭოუში, გაიმართა საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით ,,Guangdong 21st Century Maritime Silk Road International Expo 2023“.
საერთაშორისო გამოფენაზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი უკვე ახალი სახელწოდებით წარსდგა: GIU - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი.
გამოფენის ქართულ პავილიონში ათამდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ GIU პირველი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ექსპოზე წარსდგა ჩინეთში.
საგამოფენო სივრცეში ჩვენი უნივერსიტეტის სტენდს ეწვივნენ: საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - არჩილ კალანდია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი გუანდონის პროვინციაში - ბექარ მიქაბერიძე. ასევე, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებით და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამოთქვეს.
გაიმართა შეხვედრები ჩინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო გამოფენაზე უნივერსიტეტის და საქართველოს საინვესტიციო, ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა უნივერსიტეტის კანცლერმა - ელი ელისაშვილმა.
GTUNI მადლობას უხდის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობას მასპინძლობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორებს კი - შესანიშნავი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებისთვის.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი ახალი, ოფიციალური სახელწოდებით - GIU კიდევ მრავალ საინტერესო, საერთაშორისო მასშტაბის სიახლეებს გპირდებათ.