გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ამჯერად უკვე მეორედ, ინჰოლანდის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, Erasmus+ KA107 მობილობის გრანტის მფლობელი გახდა.
Erasmus+ KA107 პროექტის დაფინანსებით, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წელს ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სასწავლებლად გაემგზავრება:
- გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ათი სტუდენტი და ოთხი პროფესორი;
- სტაჟირების გავლის მიზნით, გთუნი-ს ეწვევა ორი სტუდენტი ინჰოლანდის უნივერსიტეტიდან;
- ამავე პროექტის ფარგლებში 2018-2020 სასწავლო წელს გთუნი-ში ლექციებს წაიკითხავს ინჰოლანდის უნივერსიტეტის რვა პროფესორი.
შეგახსენებთ, რომ 2016-2017; 2017-2018 სასწავლო წელს Erasmus+ KA107 Students Mobility ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლის ფაკულტეტზე ერთი სემესტრით სასწავლებლად იმყოფებოდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რვა სტუდენტი, ხოლო ლექციები წაიკითხა გთუნი-ს სამმა პროფესორმა.
ასევე, 2016-2018 წლებში გთუნი-ში ლექციებს კითხულობდა ოთხი პროფესორი ინჰოლანდის უნივერსიტეტიდან.