გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია) და კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ლიეტუვა) “Erasmus+ KA171”-ის გაცვლითი პროგრამები მოიგო.
მნიშვნელოვანია, რომ გთუნი ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან შეძლებს როგორც პერსონალის, ისე სტუდენტების გაცვლას აღნიშნული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ამავე დროს, გთუნიმ კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოიპოვა პერსონალის გაცვლის უფლება.