კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე GTUNI-ში.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ უნივერსიტეტის ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია!
GTUNI მომავალ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე.
ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, განვითარებადი და მოთხოვნადი ინდუსტრიაა მსოფლიოში. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განმარტებით, ტურიზმი არის ეკონომიკური და სოციალური ფენომენი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გარდაიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკურ სექტორად. თანამედროვე ტურიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული მდგრად განვითარებასთან, ინოვაციასთან და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ დინამიკამ ტურიზმი გადააქცია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორად, სადაც კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს გადამწყვეტი როლი უჭირავს.
გთუნი-ს ტურიზმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
- შესძინოს სტუდენტს ტურიზმის დარგის თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნულ მეცნიერულ მიღწევებზე დაფუძნებული ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
- გაარკვიოს სტუდენტი ტურისტული ინდუსტრიის მმართველობით და დარგობრივ სტრუქტურაში, შეასწავლოს მას ტურისტული ბაზრის სამომხმარებლო ღირებულებების ფორმირების მექანიზმი, ტურისტული ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობა და მდგრადი განვითარების ტენდენციები/პერსპექტივები;
- კორპორაციული ეთიკური ნორმებისა და პასუხისმგებლობის დაცვით გამოუმუშაოს სტუდენტს ბუნებრივ-ეკოლოგიური, ისტორიული, მულტიკულტურული ღირებულებები და ფასეულობები.
- ტურიზმის ტრენდებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, გამოუმუშაოს პროფესიული განვითარების, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი და ჩამოაყალიბოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კონკურენტუნარიან კადრად.