დღეს, 2019 წლის 24 სექტემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციებისა საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გამართული ტრენინგის - „გეოინფორმაციული სისტემების შექმნა ძველი მცხეთის ტურისტული მარშრუტის მაგალითზე“ მონაწილეებს მასპინძლობს.
ტრენინგი პირობითად დაიყოფა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი დაეთმობა სივრცითი და თემატური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო მეორე მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას და ვიზუალიზაციას (თემატური რუკის გენერირება და სამგანზომილებიანი მოდელის აგებას).
საუკეთესო გის პროექტის პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემათ საჩუქრები.