2023 წლის 19 მაისს, თავართქილაძის უნივერსიტეტში პროფესორ ლიუ გუანვენის 88 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.
ქალბატონი ლიუ გახლავთ ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი, ჩინური ენის დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი, მთარგმნელი და რედაქტორი. ასევე, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული წვლილის მქონე პიროვნება ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში.
ქალბატონ ლიუს საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები - მრჩეველი, განათლებისა და კულტურის ატაშე და სხვა, GTUNI-ს პროფესორები და სტუდენტები, ქართველი სინოლოგები და მისი ყოფილი სტუდენტები.
GTUNI კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ლიუს 88 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას.