ახალი ამბები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - GTUNI Research 2023

2 ივნისი 2023

დღეს, 2023 წლის 2 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისი სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - GTUNI Research 2023 ჩატარდა.

კონფერენციაში, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოში მოქმედი, ასევე საზღვარგარეთის(ბრაზილია, ნორვეგია, გერმანია, ლიეტუვა, უკრაინა) უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა და დოქტორანტებმა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.

კონფერენციის ფარგლებში სამი სექცია მუშაობდა: იურიდიული მეცნიერებები(სისხლის სამართალი; კერძო სამართალი; საჯარო სამართალი); ეკონომიკური მეცნიერებები (მიკროეკონომიკა; მაკროეკონომიკა; ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები; ტურიზმი); სოციალური მეცნიერებები: (ჟურნალისტიკა; ფსიქოლოგია).

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და კრეატიული თემები, ორიგინალური მიგნებები და რიგ საკითხებზე საკუთარი ხედვაც დააფიქსირეს.

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებსა და ნომინაციებში გამარჯვებულთ სერტიფიკატები გადაეცათ.

სექციებში ნომინაციები ასე გადანაწილდა:

სამართალი

საუკეთესო თემა

- ლაცაბიძე გიორგი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თემის სახელწოდება - კომპიუტერულ მონაცემებში არსებული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ.

- ჩაბაკაური ნიკა, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი; თემის სახელწოდება - ჩვეულებითი სამართალი ფშავ-ხევსურეთის მაგალითზე.

საუკეთესო კვლევა

ბაგაშვილი ლია - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, თემის სახელწოდება - მრავალმხრივი გარემოსდაცვითი მმართველობა და შეთანხმებები.

საუკეთესო პრეზენტაცია

- ანჩაბაძე სოფიკო - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, თემის სახელწოდება - ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობა და მასთან ბრძოლის პრაქტიკა იტალიის მაგალითზე.

ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

- Hugo Maia Nobre Rocha Saffi and Camila Alves Martins, Institute of internacional affairs - University of Brasília, MA Students. The title of topic - Mercosur's Relationships with International Actors: Countries, Economic Blocs, and Other Organizations;

- Emmelie Ira Elisabeth Helten, „Europa-Universität Viadrina” in Frankfurt (Oder) at the faculty “Kulturwissenschaften” in English “Cultural Studies“, MA Student. The title of topic - Pension reform in Europe: challenges and perspectives;

- Jardar Lindaas Bringedal, Norwegian University of Life Sciences (NMBU), MA Student. Name of the topic - The case for a four-day work week;

- სეფერთელაძე საბა, LCC საერთაშორისოუნივერსიტეტი; თემის სახელწოდება- საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში.

ჟურნალისტიკა

საუკეთესო თემა

- ანუკი გაგულიძე - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი; თემის სახელწოდება: - ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების გზის მოკლე რეტროსპექტივა.

საუკეთესო კვლევა

- ლევან ყაულაშვილი - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი; თემის სახელწოდება - XIX საუკუნის ეროვნული წერილები ქართულ პუბლიცისტიკაში.

საუკეთესო პრეზენტაცია

- ფიდან სადიკოვა - სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტი; თემის სახელწოდება - ეპონიმები როგორც საკუთარი სახელების განსაკუთრებული კლასი.

ეკონომიკური მეცნიერებები

საუკეთესო თემა

- მარიამ ედიშერაშვილი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;

- დიანა ისაშვილი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი,

თემის სახელწოდება - პოსტპანდემიური ტურიზმის შესაძლებლობები;

საუკეთესო კვლევა

- Lina Yurchenko - О. M. Beketov National University of Urban Economy in Kharkiv, International Economics, The title of topic - Relationship between budget deficit and government debt (ხარკოვი, უკრაინა).

საუკეთესო პრეზენტაცია

ნათია თოდუა - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, თემის სახელწოდება - გასტრონომიული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

იხელეთ ფოტოგალერეა...

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მასალები იხილეთ:

პროგრამა / PROGRAMME

თეზისები / THESES