გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მასშტაბურ სატელევიზიო სერიალში ,,მხიარული მოგზაურობა საქართველოს გარშემო" მიიღეს მონაწილეობა, რომლის ჩვენებაც HONG-KONG -ის ტელევიზიის წამყვან არხზე მიმდინარეობს.
სერიალის გადაღებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. მათ შორის თავართქილაძის უნივერსიტეტშიც. გაშუქდა საქართველოს კულტურული, ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
სტუდენტები შეხვდნენ HONG-KONG-ის ტელევიზიის წარმომადგენლებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაღებებში და მონაწილეობა მიიღეს HONG-KONG -ის ტელევიზიის ტურისტულ შოუში, ცნობილ მსახიობებთან - ენჯი და ჯეისონთან ერთად. სერიალის რეჟისორია ფრენკ ფო.
აღსანიშნავია, რომ GTUNI ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა. ეს აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო GTUNI-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, რადგან მათ მიეცათ შესაძლებლობა, მოესმინათ ტურისტული საჭიროებების შესახებ და გაეანალიზებინათ საერთაშორისო ტელევიზიის ინტერესის სფეროები, რაც შემდგომში ტურის ეფექტურად შედგენის შესაძლებლობას მისცემს მათ.
GTUNI მადლობას უხდის HONG-KONG-ის ტელევიზიას და ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციას ჰონგ-კონგში (Georgian Culture Asia Association) ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, სტუდენტებს კი - აქტიურობისთვის.