ახალი ამბები

GTUNI-ს ტრენინგი: HR და მარკეტინგი თანამედროვე კომპანიებში

21 აპრილი 2023

2023 წლის 21 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სასერტიფიკატო ტრენინგის ,,HR და მარკეტინგი თანამედროვე კომპანიებში" მონაწილეებს უმასპინძლა.

ტრენინგს უძღვებოდნენ:

სოფიკო თევდორაძე: GTUNI-ს ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის მიმართულებით, პროფესორი;

ნინო ბაქრაძე: პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელი, GTUNI-ს ასისტენტ-პროფესორი.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • თანამედროვე HR-ის როლი კომპანიის განვითარებისთვის;
  • HR როგორც წარმატების ფორმულა;
  • HR-ის კომპონენტები, თანამედროვე მენეჯმენტი და გამოწვევების გარდაქმნა შესაძლებლობებად;
  • HR-ის 20 ოქროს წესი;
  • მარკეტინგის როლი და სპეციფიკა თანამედროვე კომპანიებისთვის;
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება;
  • მარკეტინგული გარემო, სეგმენტაცია და მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა;
  • თანამედროვე მარკეტინგული ხერხები, მეთოდები და კომუნიკაციები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.


იხილეთ ფოტოგალერეა...