მიმდინარე წლის 6-7 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამსტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) გამართულ ONLINE საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ევროპული კვლევების მასალები”.
სამეცნიერო მოხსენების სახელწოდება იყო: „სასამართლო გადაწყვეტილებების საქვეყნოობის პრინციპი ევროპული და ქართული კანონმდებლობის მიხედვით“ („The principle of publicity of court decisions According to European and Georgian law“).