ახალი ამბები

GTUNI-ში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

15 ნოემბერი 2022

დღეს, 15 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ძალზედ საინტერესო შეხვედრა სახელწოდებით „აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები“.

შეხვედრას უძღვებოდნენ ირაკლი მალანია და ეა კუჭუხიძე - საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორები.

სპიკერებმა დაწვრილებით ისაუბრეს იმ გაცვლითი პროგრამების თაობაზე, რომელთაც აფინანსებს აშშ-ის საელჩო და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება აშშ და კიდევ უფრო განიმტკიცონ ცოდნა არჩეული სპეციალობის მიმართულებით.

Global UGRAD; SUSI for Students; Benjamin Franklin Transatlantic Fellows Summer Institute; Fulbright Graduate Student Program. ეს იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომელთა თაობაზეც ისაუბრეს სტუმრებმა და მიაწოდეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს.

მიმოხილვითი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...