ახალი ამბები

GTUNI-ში ჩინური ენის კლუბი გაიხსნა

3 მაისი 2023

2023 წლის 2 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჩინური ენის კლუბი გაიხსნა.

კლუბი ღიაა როგორც უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის, ასევე ჩინური ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

ჩინური ენის კლუბის მუშაობას უხელმძღვანელებს მინგმინ ძი - ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგი.

ჩინური ენის კლუბი, წლის განმავლობაში, უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას.


მათ შორის:

  • ჩინური ენის გაკვეთილებს;
  • კულტურულ ღონისძიებებს;
  • სოციალურ შეკრებებს;
  • გასართობ ღონისძიებებს.

კლუბში გაწევრიანება სრულიად უფასოა.

ჩინური ენის კლუბი უმასპინძლებს ღონისძიებებსა და თემატურ საღამოებს:

  • კინოჩვენება: იხილეთ ჩინური მხატვრული, ან დოკუმენტური ფილმები;
  • თამაშის დღეები : ითამაშეთ ჩინური სამაგიდო თამაშები;
  • სამზარეულოს გაკვეთილები: ისწავლეთ ტრადიციული ჩინური კერძების მომზადება;
  • ჩაის ცერემონიები: გაეცანით ჩინური ჩაის კულტურას, ისტორიასა და ეტიკეტს;
  • კარაოკე საღამოები: იმღერე ჩინური სიმღერები;
  • შეხვედრები ჩინელ პედაგოგებთან ერთად;
  • ცეკვის გაკვეთილები: ისწავლეთ ტრადიციული ჩინური ცეკვები;
  • საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილები: ისწავლეთ ჩინური საბრძოლო ხელოვნება,როგორიცაა კუნგ ფუ ან ტაი ჩი;
  • ხელოვნების გაკვეთილები: ისწავლეთ ჩინური კალიგრაფია ან ფერწერა;
  • პოეზიის და ლირიკის დღეები: წაიკითხეთ ჩინური პოეზია, გაიზიარეთ ჩინური ზღაპრები დალეგენდები;
  • სტუმარი მომხსენებლები: მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწარით ღონისძიებებს სხვადასხვა თემატიკაზე სასაუბროდ;
  • სასწავლო მოგზაურობები საზღვარგარეთ: დაგეგმეთ და განახორციელეთ სასწავლო მოგზაურობები ჩინეთში.