გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს კიდევ ერთი, ახალი სტუდენტური კლუბი შეემატა.
ინგლისური ენის კლუბი სასწავლო ცენტრ E-lang-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ინგლისურ ენას სრულიად უფასოდ, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებსა და გაცვლით პროგრამებში.
აღნიშნულ კლუბს მენტორინგს გაუწევს მედეა ალფაიძე - ინგლისური ენის სწავლებისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებებში თარჯიმნად მუშაობის 16-წლიანი გამოცდილებით; ეუთოს სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს პარლამენტის თარჯიმანი; უფროსი მასწავლებელი; განათლების მაგისტრი; სტრატეგიული კომუნიკაციის მაგისტრანტი; პარლამენტის თარჯიმანი; კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL-ის CAE; კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL -ის TKT; კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL -ის ინგლისური ენის პირველი სერტიფიკატი (FCE) TOEFEL და IELTS სერტიფიკატების მფლობელი.