2023 წლის მაისის თვეში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში, GTUNI-ს კვლევითი ხელშეწყობის ცენტრის უფროსის, პროფესორ - ზოია ადამიას ინიციატივით, სტუდენტური სამეცნიერო კლუბი ჩამოყალიბდა. აღნიშნულ კლუბს მენტორობას გაუწევს ქალბატონი ზოია ადამია. ხოლო უხელმძღვანელებენ GTUNI-ს სტუდენტები: ლევან ყაულაშვილი, კახა გრიგოლია, ლიკა ბაგაშვილი.
სტუდენტური სამეცნიერო კლუბის მიზნებია:
- სამეცნიერო სივრცეში სტუდენტების ჩართულობა, წერილობითი უნარ-ჩვევების დაუფლება და სამეცნიერო ნაშრომების კომპეტენტური პრეზენტაცია;
- ახალგაზრდა იურისტების, ეკონომისტების, ფსიქოლოგების, ჟურნალისტების, ფილოლოგების და ა.შ. ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდა პროფესიონალების გაერთიანება საერთო ინტერესის საფუძველზე;
- კლუბი განახორციელებს აკადემიური განვითარების პროგრამებს სტუდენტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, სწავლება, ასევე დაეხმარება მათ მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო პროექტებში.
სტუდენტური სამეცნიერო კლუბი მუშაობის განახორციელებს ღია ლექციების, ვებინარების, მრგვალი მაგიდის, დებატების და საქმიანი თამაშების, ასევე აკადემიური საქმიანობის შესახებ კონსულტირების ფორმატში.
სტუდენტური სამეცნიერო კლუბი ღიაა ყველასთვის: მათთვისაც, ვისაც, უბრალოდ, აინტერებს მეცნიერება და სურს, გამოსცადოს საკუთარი თავი მეცნიერის როლში, ასევე მათთვის, ვინც უკვე იცის, რომ მომავალში სურს საქმის პროფესიონალურად კეთება.