გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის სახელწოდებაა „ფსიქოლოგია XXI საუკუნეში: ფსიქოლოგიური კვლევები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე დოქტორანტები.
კონფერენციაზე დაწესებულია ნომინაციები.