დღეს, 2018 წლის 1 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში ნაძალადევის რაიონის ჩვიდმეტი საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
გუნდებს შორის პაექრობა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებმაც შესაბამისი ცოდნის დონე აჩვენეს.
პირველი ადგილი წილად ხვდათ ნაძალადევის რაიონის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მეორე ადგილზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი, დამატებითი შეკითხვების შემდეგ, 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
გამარჯვებული სკოლების მოსწავლეებს ნაძალადევის რაიონის გამგეობისაგან „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.
ინტელექტუალურ თამაშს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კანდელაკი ესწრებოდა.