ახალი ამბები

გთუნიმ წიგნის დღე 2019 სტუმრებს უმასპინძლა

21 ივნისი 2019

დღეს, 2019 წლის 21 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი წიგნის დღე 2019“ სტუმრებს მასპინძლობდა.

უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო:

  • საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი - რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია;
  • სამოქალაქო სააღსრულებო სამართალი - შალვა ქურდაძე, გიორგი ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი;
  • ტესტები და კაზუსები სისხლის სამართლის პროცესში, არასრულწლოვანთა და მართლმსაჯულებაში და სასჯელაღსრულების სამართალში - ვენედი ბენიძე, დავით ბენიძე, სერგო ჭელიძე;
  • სამართლის მეთოდები - გივი ლობჟანიძე;
  • ვადები სამოქალაქო სამართალში - დავით სუხიტაშვილი;
  • უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევები თეორიისა და პრაქტიკის ჭრილში - თამარ ჩიტოშვილი;
  • საერთაშორისო სამართლებლივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა - გივი ლობჟანიძე, ჯემალ გახოკიძე, დავით ივანიშვილი, დავით ლობჟანიძე.

ზემოთჩამოთვლილმა ავტორებმა მოკლედ მიმოიხილეს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სახელმძღვანელოები და დამსწრე საზოგადოებას, იურიდიული კლინიკის საქმიანობის ფარგლებში, კიდევ ერთხელ შესთავაზეს უფასო იურიდიული მომსახურება.

„წიგნის დღე 2019“ დასრულების შემდეგ გთუნის აკადემიურმა პერსონალმა პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სახელმძღვანელოები საჩუქრად გადასცა ღონისძიებაზე მობრძანებულ სტუმრებს.


იხილეთ ფოტოგალერეა...