გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი ამირანაშვილი მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, ქ. ლოზანაში (შვეიცარიის კონფედერაცია) შვეიცარიის შედარებითი სამართლის ინსტიტუტის დაფუძნების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას.
გიორგი ამირანაშვილი ღონისძიებაზე მიწვეული იყო სტუმრისა და კონფერენციის მომხსენებლის სტატუსით, როგორც ინსტიტუტის ვან კალკერის ყოფილი სტიპენდიანტი (2019 წ.).
მისი მოხსენების თემა იყო: „შედარებითი სამართალი, როგორც დისციპლინა (საქართველოს მაგალითზე)“.
თავის გამოსვლაში გიორგი ამირანაშვილი შეეხო შედარებითი სამართლის, როგორც აკადემიური დისციპლინის, ზოგად მნიშვნელობას უმაღლესი განათლების სფეროში.
მანვე ისაუბრა სტუდენტებისთვის შეთავაზებულ სასწავლო კურსებზე, რომლებიც შედარებით მეთოდოლოგიაზეა აგებული და რომელსაც უძღვება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე.