გუშინ, 2019 წლის 17 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სს ,,არდი დაზღვევის’’ პირდაპირი გაყიდვების სამსახურის ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი წილოსანს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.
სტუმარმა სტუდენტებს გააცნო სადაზღვევო პაკეტები და ხსენებული სფეროს საქმიანობის სპეციფიკაზეც ესაუბრა.
გიორგი წილოსანმა გთუნის სტუდენტებისათვის დასაქმების პერსპექტივასა და სტუდენტებისათვის მოქნილი სამუშაო გრაფიკზე გააკეთა აქცენტები.
სტუმარმა სტუდენტებს კომპანიაში არსებული კონკრეტული ვაკანსიები შესთავაზა და ამით დასაქმების რეალური შესაძლებლობა მისცა მათ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი წილოსანი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და დღეს სადაზღვევო სფეროში წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.