გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო.
გთუნი-ში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები ყველაზე მაღალი შედეგებით ჩარიცხულ ორ სტუდენტს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის გერმანელი პროფესორის რაინჰარდ პაულინგის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.
მარიამ ხუციშვილი სამართლის ფაკულტეტის, ხოლო კახა გრიგოლია ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის პირველკურსელები არიან.
გთუნის სტუდენტები გერმანელი პროფესორის სახელობის სტიპენდიას მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ.