ახალი ამბები

გთუნის სტუდენტები ლატავრას კლუბის წევრებს შეხვდნენ

18 მარტი 2019

2019 წლის 18 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ოპერისა და ბალეტის მოყვარულთა ახალგაზრდულ კლუბ „ლატავრას“ წევრებს მასპინძლობდა.

სტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.

„ლატავრას“ კლუბის წევრებმა ლალი ჯგერენაიამ და ზურაბ იაშვილმა ოპერის საოცარ და იდუმალ სამყაროში ამოგზაურეს სტუდენტები და რამდენიმე ცნობილი ოპერიდან მუსიკალური ნომრებიც კი მოასმენინეს ახალგაზრდებს.

სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რუსუდან მაცაბერიძე, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი მაია სამნიაშვილი, თეატრის არქივის ხელმძღვანელი ზურაბ ბუაძე და ვიდეო სტუდიის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე.

ახალგაზრდული კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას.


იხილეთ ფოტოგალერეა...