დღეს, 2019 წლის 31 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სტუდენტების მხრიდან იყო საინტერესო შეკითხვები. მწერალი კი გულწრფელად და უშუალოდ, როგორც ტოლსა და სწორს, ისე პასუხობდა ახალგაზრდებს.
იყო შეკითხვები მისი სტუდენტობის წლების, ქართული ტრადიციების, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებისა და ყველა იმ თემის შესახებ, რომელიც აწუხებს დღევანდელ ახალგაზრდობას.
დათო ტურაშვილმა მოუწოდა ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხონ. მისი თქმით, „არაფერი ისე არ ამდიდრებს ადამიანს გონებრივად და სულიერად, როგორც წიგნი“.