22 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი პურის ფესტივალის მონაწილეებს მასპინძლონდა.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მოწვევით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პურის ფესტივალში.
პურის ფესტივალი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ატარებს.