რამდენიმე დღის წინ გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტთა ჯგუფი, ასოცირებულ პროფესორ ლაურა კუტუბიძესთან ერთად, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ახალგახსნილ ქართული პრესის მუზეუმს ეწვია. სტუდენტებმა საარქივო ფონდში დაცული უნიკალური მასალა დაათვალიერეს და მათთვის ჯერ კიდევ ბევრი უცნობი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
დღეს კი სტუდენტებმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში განთავსებული 1902 წლით დათარიღებული უნიკალური ლინოტიპი, ხის ლიტერები მოინახულეს და, ლექტორთან ერთად, რეტროსპექტულად წარმოიდგინეს ის გზა, რაც ბეჭდურმა მედიამ გაიარა გუტენბერგის საბეჭდი დაზგისა და ხის ლიტერების შემდეგ ლინოტიპამდე და ლინოტიპიდან - კომპიუტერამდე.