გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნინო ერაძემ და გიორგი ჯახაიამ (სამართლის ფაკულტეტი), ლაშა ფარცვანიამ და დავით გვალიამ (ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი) ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) საშემოდგომო სემესტრის სასწავლო კურსი დაასრულეს.
პროექტის სახელწოდებაა „მობილობა უსდ სტუდენტებისა და პერსონალისათვის“ (Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility).
პროექტის პარტნიორები არიან ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.
გაცვლითი პროგრამის კონკურსანტები გასულ წელს შეირჩნენ და 23 აგვისტოდან ინჰოლანდის უნივერსიტეტში, უცხოელ სტუდენტებთან ერთად, გაიარეს სასწავლო კურსი.