გუშინ ტკბილეულითა და ზამთრის ტანსაცმლით ხელდამშვენებულმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობასის წევრებმა 114-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს პატარა მარიამ დოდელიას დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს და ერთი უჩვეულო, ლამაზი და მხიარული დღე აჩუქეს პატარას.
გთუნის სტუდენტების მიერ განხორციელებული ასეთი ხასიათის საქველმოქმედო აქციები პერმანენტული ხასიათისაა და უამრავ ადამიანს გაულამაზებს სიცოცხლეს.