ნებისმიერ ორგანიზაციას აუცილებლად სჭირდება წარმატებული ლიდერი, რომელსაც შეუძლია კომპანიის თანამშრომლების მოტივაციის, ნდობის, პროდუქტიულობისა და შემოქმედებითობის გაზრდა; ასევე ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის დონის ამაღლება.
ცოტა ხნის წინ, კოვენტრის(გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი ერთობლივი ონლაინ საერთაშორისო სწავლა - Collaborative Online International Learning (COIL) - „ლიდერობა და ხალხის მოტივირება“.
აღნიშნულ პროექტში გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიიის, საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, დანიის, განასა და ვიეტნამის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლიდერი ჰყავდა: Dr. Fouad Alame – ALAME; Prof. Fred Lemke – Vlerick Business School; Dr. Alexandre Metreveli – Coventry University; Mrs. Mary Crossan – Coventry University; Prof. Sofo Tevdoradze – Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University; Mr. Peter Waring Lei – IBA International Business Academy; Ms. Camille Smith-Tardy - MADE iN Sainte-Marie Lyon; Dr. Iana Okhrimenko – Lazarski University; Mrs. Maren Hartstock – University of Bremen; Dr. Piyya Muhammad Rafi-ul-Shan – Cardiff Metropolitan University.
ლიდერთა შორის იყო სოფიკო თევდორაძე - პროფესორი, ტურიზმის საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შთამაგონებელი ლიდერის ფენომენის ჩამოყალიბება. თეორიული ნაწილის გარდა, პროექტის მონაწილეებს პრაქტიკული დავალების შესრულებაც მოუხდათ.
სხენებულ პროექტში საქართველოდან მხოლოდ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას - ლიკა კახუაშვილი, მარიამ ძირკვაძე, ნინო ჯანაშვილი, თათია უნერმარკი და გიორგი ადამაშვილი.
პროექტში მონაწილეობის დასტურად სტუდენტებს კოვენტრის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ.