2019 წლის 25 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
კონფერენციაზე რამდენიმე სექცია მუშაობდა: საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, ირანისტიკა, სამართალი, მედიცინა, ბიზნესი (ეკონომიკა, ფინანსები და ტურიზმი), მევენახეობა-მეღვინეობა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ნინო კურტანიძე, მარი დოთიაშვილი, გიორგი გალუსტიანი, ნინო იორამაშვილი და ნინო შაშიაშვილი.
- ნინო კურტანიძე - „ციფრული ეკონომიკა - მომავლის ეკონომიკა“;
- ნინო იორამაშვილი - „მიგრაცია, რომელიც სამშობლოდან იწყება“;
- ნინო შაშიაშვილი - „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რეალობა და მომავალი“.
- გიორგი გალუსტიანი - „საგადასახადო სამართალდარღვევა, „ქმედებისა თუ უმოქმედობის“ ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის თაობაზე“;
- მარი დოთიაშვილი - „საგადასახადო შეცდომა, არცოდნა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის ცნება“.
გთუნელბმა კონფერენციაზე ღირსეულად წარმოაჩინეს თავი და ორ ნომინაციაში „აქტუალური თემა“ და „საუკეთესო პრეზენტაცია“ სამახსოვრო სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.